Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 წლის გიდი მესტიიდან „მთის შვილი“ გახდა


13 წლის გიდს მესტიიდან გიორგი ქოჩქიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა.

„მინდა, გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი ადამიანებზე, ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური. ასე არ შეიძლება, საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. გიორგის მინდა, წარმატებები ვუსურვო”,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციაზე. გიორგი ქოჩქიანი უშგულში ცხოვრობს. მან ოთხი ენა იცის და საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უწევს გიდობას.

XS
SM
MD
LG