ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ცნობას, რომ ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტიც, დაესწრება საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება თელავში. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სააკაშვილმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლა სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. „განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ასე რომ, იმ უპრეცედენტოდ დაბალი დონის წარმომადგენლობის ფონზე, რაც „ინაუგურაციაზე" ჩამოდის, მისი გამოჩენა ზუსტად აჩვენებს, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას საქართველოში და ვის დაკრულზე ცდილობენ აცეკვონ ქართველი ერი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება.
ყველაზე პოპულარული
1