საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტთან საუბრისას სახალხო დამცველს მოუწოდა ყურადღება მიაქციოს როგორ იქცევიან თავად აქციის მონაწილეები: „ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურის უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მას. აქციის მონაწილეებმა არ ისურვეს მოეღწიათ თელავამდე. მათ ჰქონდათ ამის ყველანაირი კომფორტული საშუალება. ჩვენ მათ შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა, მაგრამ მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს, ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით.