Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს გურჯაანის სასამართლოსთან აქციას გამართავს


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციას მართვის ცენტრი 19 დეკემბერს გურჯაანში გადააქვს, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციის წევრები გურჯაანში შეკრებას დილიდანვე აპირებენ მოთხოვნით, გათავისუფლდეს დავით კირკიტაძე პატიმრობიდან. „ის აბსოლუტურად უკანონო პატიმარია და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, აქციას გურჯაანში მშვიდობიანი ხასიათი ექნება, მსგავსი ტიპის აქციები კი სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

16 დეკემბერის აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ დავით კირკიტაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. პოლიციამ იგი 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG