Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფაინენშლ ტაიმსმა“ ჯორჯ სოროსი დაასახელა „წლის ადამიანად“


ლონდონის გაზეთმა „ფაინენშლ ტაიმსმა“ უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტი და ქველმოქმედი, ჯორჯ სოროსი დაასახელა „წლის ადამიანად“.

19 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში სოროსს უწოდებენ „ლიბერალური დემოკრატიისა და ღია საზოგადოების მედროშეს“. ამ იდეებმა გაიმარჯვა ცივ ომში, დღეს კი მათ ყველა მხრიდან ავიწროვებენ - ვლადიმირ პუტინის რუსეთი იქნება ეს, თუ დონალდ ტრამპის ამერიკაო, წერენ სტატიაში. მასში განმარტავენ, რომ „ფაინენშლ ტაიმსის“ მიერ „წლის ადამიანის“ დასახელება, ჩვეულებრივ, არის ხოლმე ამ კონკრეტული პირის დამსახურებების აღიარება, თუმცა სოროსის შემთხვევაში ხაზს უსვამენ ფასეულობებსაც, რომელთაც ის განასახიერებს.

„სამ ათწლეულზე მეტია, ბატონი სოროსი ქველმოქმედებას იყენებს ავტორიტარიზმის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ღიაობის, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ხანგრძლივი მხარდაჭერით, ის იზიდავს ავტორიტარული რეჟიმებისა და, სულ უფრო ხშირად ... პოპულისტების რისხვას“, წერს „ფაინენშლ ტაიმსი“.

ჯორჯ სოროსი 1930 წელს დაიბადა ბუდაპეშტში, განათლება მიიღო ლონდონში და 1956 წელს გადასახლდა შეერთებულ შტატებში. მან დიდი ქონება დააგროვა აქციებით ვაჭრობით. 1979 წლიდან იწყება მისი საქველმოქმედო პროექტები, რომელთა შორისაც იყო სამხრეთაფრიკელი შავკანიანი სტუდენტებისა და აღმოსავლეთევროპელი ახალგაზრდების განათლების დაფინანსება. 1991 წელს სოროსმა დააარსა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, 1993 წელს - „ღია საზოგადოების ფონდი“.

გამოცემა "ფორბსის" მონაცემებით, ჯორჯ სოროსის ქონება 8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა მას შემდეგ, რაც მან შარშან 18 მილიარდი დოლარი გადასცა „ღია საზოგადოებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG