რუსეთში, პერმის მხარის ადმინისტრაციის განცხადებით, სოლიკამსკის შახტში ხანძრის გამო ჩარჩენილი ცხრა მუშის გადარჩენის იმედი აღარ არის. "გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა" - აცხადებს პერმის მხარის გუბერნატორი, მაქსიმ რეშეტნიკოვი 23 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს, რომ უშედეგოდ დასრულდა მაღაროელებთან შეღწევის და ღია ხანძრის ჩაქრობის ექვსი მცდელობა და მაშველები ამბობენ, რომ მუშების გადარჩენის იმედი აღარ არის.
ცეცხლი 340 მეტრის სიღრმეში გაჩნდა სოლიკამსკის მაღაროში. კომპანია "ურალკალიში" ამბობენ, რომ ხანძრის დროს შახტში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ დაქირავებული კომპანიისთვის, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. ხანძრის გაჩენის მომენტში მიწის ქვეშ 17 ადამიანი იყო, რვამ მოახერხა ამოსვლა.