Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუ: ისარელს თავად შეუძლია სირიაში ირანის შეკავება


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ აცხადებს, რომ სამხედრო ძალის გაყვანის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ისრაელი გააგრძელებს მოქმედებას, რათა თავიდან აიცილოს ირანის გრძელვადიანი სამხედრო ყოფნა სირიაში. „2000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკა თანამიმდევრული დარჩება. ჩვენ კვლავაც წინ აღვუდგებით ირანს, რომელიც ცდილობს სამხედრო თვალსაზრისით გამაგრდეს სირიაში. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გავაფართოვოთ იქ ჩვენი მოქმედებები“, - განაცხადა 23 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ამ განცხადების ფონია აშშ-ის პრეზიდენტის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ამერიკელი სამხედროები სირიას უახლოესი ორი თვის განმავლობაში დატოვებენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ახსნა სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფებაზე „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებით, რაც გააკრიტიკეს როგორც თავად ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, ისე ვაშინგტონის მოკავშირეებმა. ამ საკითხში პრეზიდენტთან უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა.

XS
SM
MD
LG