გაათავისუფლეს სოფელ ხურვალეთთან დაკავებული ოთარ სამნიაშვილი. რუსმა ოკუპანტებმა იგი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო 23 დეკემბერს დააკავეს. იგი შშმ პირია. მომხდართან დაკავშირებით მუშაობდა ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია.