Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი ტრამპს თურქეთში ეპატიჟება


თურქეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ვაშინგტონში. 2017 წლის 16 მაისი.
თურქეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ვაშინგტონში. 2017 წლის 16 მაისი.

თეთრი სახლის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მომავალ წელს თურქეთში მიიწვია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თეთრი სახლის განმარტებით, ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერია დაგეგმილი, თუმცა, პრეზიდეტი მზად არის პოტენციური შეხვედრისთვის. ერდოანის მიერ ტრამპის თურქეთში მიწვევას წინ უძღოდა მათი სატელეფონო საუბარი. 23 დეკემბერს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ერდოანთან განიხილა სირიის საკითხში თანამშრომლობის, ამ ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის და სავაჭრო ურთიერთობების საკითხები.

აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა ვაშინგტონის მიერ სირიაში ქურთი მეამბოხეების მხარდაჭერის და აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, ფეტულა გიულენის გამო. ანკარა, რომელიც გიულენს ადანაშაულებს 2016 წლის ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში, ვაშინგტონისგან მის ექსტრადიციას დღემდე უშედეგოდ ითხოვს.

XS
SM
MD
LG