Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია პირი, რომელსაც ბრალად ედება ბათუმში მაღაზიების განზრახ დაწვა


ბათუმში სავაჭრო ობიექტებს ხანძარი 2018 წლის 30 აგვისტოს გაუჩნდა
ბათუმში სავაჭრო ობიექტებს ხანძარი 2018 წლის 30 აგვისტოს გაუჩნდა

ბათუმის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 21 წლის ბ.ბ, რომელსაც ბრალად ედება ხანძრის გაზნრახ გაჩენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.“ ხანძრის შედეგად დაიწვა 9 სავაჭრო ობიექტი, ზარალის საერთო ოდენობამ კი მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობითვე, ბრალდებულმა ამ დანაშაულთან ერთად აღიარა ისიც, რომ 30 აგვისტოს, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი განზრახ გააჩინა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG