იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭი იყაროს: „რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნებისთვისაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვარ. თუ აღმოჩნდება, რომ ბეტონის კედელს ვურტყამ თავს და ცვლილებების პერსპექტივა არ არის, არავითარ საშუალებას არ გამოვრიცხავ. ეს იქნება საზოგადოებრივი მოღვაწეობა, წერა, თუ სხვა ათასი საშუალება, ნამდვილად არ გამოვრიცხავ“, - ამბობს ანა დოლიძე.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წელს, აპრილის ბოლოს ჩატარდება. შუალედური არჩევნების საჭიროება მთაწმინდაზე მას მერე დადგა, რაც ოლქის დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.