Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს


საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დღის წესრიგი წინასწარ ცნობილი არ ყოფილა. გავრცელებული ცნობით, წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხზეც იმსჯელებს.

სხდომის დაწყების წინ წმინდა სინოდის წევრებმა, მეუფე მელქისედეკმა და მეუფე ზენონმა განაცხადეს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერენ. „ალბათ ეკუთვნის“-ასე გამოხატა თავის მხრივ თავისი აზრი წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ. „ჩვენი მდგომარეობა რთულია საქართველოსი, ჩვენ მეტი გონიერება და სიფრთხილე გვმართებს"-აღნიშნა მან.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ კი განაცხადა,რომ დღეს თუ ხვალ საქართველოს ეკლესიამ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას.

წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG