საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ერგნეთში, წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. ერგნეთში ოკუპაციის ხაზთან მდებარე სხვა სოფლების მცხოვრებლებიც ჩავიდნენ.
საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა შეკრებილ საზოგადოებას სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა. მან მთავარი აქცენტი გააკეთა სამშვიდობო ინიციატივაზე , „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. მისი თქმით 2019 წლიდან პროგრამა სრულად ამოქმედდება. გარდა ამისა მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციის ხაზთან მდებარე ქართულ სოფლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ერგნეთში შეკრებილი პატარებისთვის გაიმართა კონცერტი და პატარა წარმოდგენა, ცხინვალის მაჩაბლის სახელობის თეატრის მსახიობების მონაწილეობით.