Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი „ისტორიული მიღწევების“ წლად მიიჩნევს 2018 წელს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ისტორიული მიღწევების“ წლად მიიჩნევს 2018 წელს.

თავის საახალწლო მიმართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი წლის მუშაობის შედეგებით, მისი მთავრობა ყველაზე წარმატებულია აშშ-ის ისტორიაში. მან გაიხსენა მექსიკასთან, კანადასთან და სამხრეთ კორეასთან ხელშეკრულებების დადება, ისევე როგორც ირანთან „საშინელი შეთანხმებიდან“ გასვლა.

თავის ერთ-ერთ მიღწევად ტრამპმა ასევე დაასახელა მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეასთან, ახსენა ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა.

ტრამპის საახალწლო მიმართვის ფონია აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება. „შათდაუნად“ წოდებული მდგომარეობის მიზეზია უთანხმოება მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის აშენების გარშემო. ტრამპი კონგრესისაგან მოითხოვს 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას პროექტის საწყისი ეტაპის დასაფინანსებლად. დემოკრატი კონგრესმენები ამ გეგმის წინააღმდეგ გამოდიან.

XS
SM
MD
LG