საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისია თავმჯდომარის გარეშეა. ეს თანამდებობა დატოვა ზვიად ქორიძემ, რომელმაც განცხადება 31 დეკემბერს დაწერა. ზვიად ქორიძე პატიმართა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ 2014 წლის ივლისში დანიშნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. შეწყალების კომისია ნოემბერში დატოვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა. ის დღეს ფეისბუქზე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს შეწყალების კომისიის განახლებას. „მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ ნოემბერში თავად დავწერე განცხადება და 5 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. ამიტომ ალბათ, უფრო შევსებას აპირებს პრეზიდენტი კომისიის განახლებასთან ერთად“ - წერს ეკა გიგაური. მან მადლობა გადაუხადა ზვიად ქორიძეს, რომელსაც უწოდა "ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე."
ყველაზე პოპულარული
1