Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაგნიტოგორსკში დასრულდა სამაშველო ოპერაცია, მსხვერპლის რიცხვმა 39-ს მიაღწია


რუსეთის საგანგებო ვითარებების სამინისტრო აცხადებს, რომ დასრულდა სამძებრო სამუშაოები ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც ნაწილობრივ ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსი. მსხვერპლის რიცხვმა 39-ს მიაღწია. სამინისტრომ სამძებრო ოპერაციის დასრულება, რომელშიც ასობით მაშველი მონაწილეობდა, 3 იანვარს გამოაცხადა. მანამდე სამი დღით ადრე, ახალი წლის დადგომის წინ, ჩაინგრა 10-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ერთი სექცია. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 31 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის მიზეზი იყო აფეთქება, რომელიც გაზის გაჟონვამ გამოიწვია. „დარწმუნებული ვართ, რომ შენობაში აღარ არის გვამები,“ განაცხადა საგანგებო ვითარებების მინისტრმა ალექსანდრ ჩუპრიანმა. „საგანგებო ვითარებების სამინისტრო ასრულებს სამაშველო ოპერაციას.“ ჩუპრიანის თქმით, ამოცნობილია 39 გვამიდან 38.

XS
SM
MD
LG