Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიპის ვირუსის გამო თბილისის 5 კლინიკა 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 იანვრიდან თბილისში 24 საათის განმავლობაში იმუშავებს 5 კლინიკა და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ გრიპის სიმპტომების შემთხვევაში ექიმებს მიმართონ. ეს კლინიკებია:

შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუას ქ. N 18.

შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელის ქ. N19.

შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" მის: წინამძღვრიშვილის ქ. N57.

შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.

შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4.

7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 22 საათამდე მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.

XS
SM
MD
LG