Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამაზონი“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია გახდა


ამერიკულმა კომპანია "ამაზონმა" ასევე ამერიკულ „მაიკროსოფტს“ გაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია გახდა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 796 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზეა ჰოლდინგი „ალფაბეტი“, მეოთხეზე - „ეპლი“.

საფონდო ბირჟებზე 7 იანვრის ვაჭრობის შედეგად „ამაზონის“ აქციების ფასი 3,4%-ით გაიზარდა, ხოლო „მაიკროსოფტის“ - სულ 0,1-ით.

„ამაზონი“ ელექტრონულ ვაჭრობას ეწევა. შარშან სექტემბერში ტრილიონ დოლარს მიაღწია მისმა საბაზრო ღირებულებამ. კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბესოსი პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში. სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემებით, მისი ქონება 135 მილიარდამდე დოლარს შეადგენს.

2018 წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ამაზონს“ ბრალად დასდო, რომ ის საკმარის გადასახადებს არ იხდის. პრეზიდენტი კომპანიას დაემუქრა კიდეც, რომ მის წინააღმდეგ მიმართავენ ზომებს ანტიმონოპოლური კანონმდებლობის ფარგლებში.

XS
SM
MD
LG