Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა შეზღუდა


ენგურის ხიდი. 2019 წლის 11 იანვარი
ენგურის ხიდი. 2019 წლის 11 იანვარი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა. დე ფაქტო მთავრობა გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს საქართველოში გრიპის ვირუსის H1N1-ის გავრცელებას. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეს დილით დანარჩენ საქართველოში გადმოვიდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც „ენგურჰესის“ თანამშრომელია. ენგურის ხიდთან იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე. მისი ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისკენ უშვებენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და პირებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში დროებით იმყოფებოდნენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „საზღვრის“ ორივე მიმართულებით გადაკვეთა ორი თვით შეუზღუდა.

XS
SM
MD
LG