Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს წევრობის კანდიდატები წარადგინა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი წარუდგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსით შეირჩა ორი კანდიდატურა, თავად გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი.

გიორგი შარაბიძემ 2013 წლის დეკემბერში დაიკავა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ნათია იოსელიანი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების სპეციალისტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG