Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გახსნა


აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდი
აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გახსნა დანარჩენ საქართველოსთან საზღვარი, რომელიც 11 იანვარს დაკეტა „ღორის გრიპის“ გამო.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მდინარე ენგურთან მდებარე აფხაზურ, ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რიგში დგანან მოქალაქეები, რომლებსაც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა სურთ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მოქალაქეებს ე.წ. საზღვარზე უშვებენ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული „ბინადრობის მოწმობით,“ ან ე.წ.„ფორმა ნომერი ცხრით.“ ოკუპირებული რეგიონიდან უკვე გადმოსულმა მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ე.წ. საზღვარზე არ უშვებენ მათ, ვისაც დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი აქვს. ამის მიზეზი მათთვის ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG