Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ქართველი ფეხბურთელები დააკავეს


თურქეთში სავარაუდოდ, ქურდობისთვის დააკავეს საფეხბურთო კლუბის, „ცხინვალის“ ხუთი ფეხბურთელი. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, შემთხვევა საკურორტო ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში მოხდა.

საქართველოს საკონსულოში სააგენტო “ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, რომ სასამართლომ ფეხბურთელები თურქეთიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა.

„თარჯიმნის პრობლემა იყო და ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეული არ გვაქვს, თუმცა კონსული ჩართულია ამ საკითხში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მათ შორის ის, თუ როდემდეა ქვეყნიდან გაუსვლელობა, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა და ა.შ. დაზუსტებით ყველაფერს ვარკვევთ და მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაციას“, - განაცხადეს საკონსულოში.

წინასწარი ინფორმაციით, კლუბ "ცხინვალის" ფეხბურთელები თურქეთში იმყოფებიან სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე.

XS
SM
MD
LG