Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გედევან ფოფხაძე: "ორშაბათს გეტყვით ყველაფერს"


გედევან ფოფხაძე

ჯერჯერობით ოფიციალურ პოზიციას არ ვაფიქსირებ, ვადასტურებ კიდევ ერთხელ,რომ ვარ ეკა ბესელიას მეგობარი, ბევრი რამე ერთად გვაქვს გამოვლილი და მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს ძალიან დამაფიქრებელი. ეს არის ნიშანი სწორედ იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა იმ ღირებულებებს რა ღირებულებებითაც ვიწყებდით,“-თქვა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ რიგების დატოვების შესახებ განაცხადა. კითხვაზე, მიიღებს თუ არა თავადაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას, გედევან ფოფხაძემ განმარტა:

მე მინდა მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავაკეთო დასაბუთებული და გააზრებული, არგუმენტირებული ბრიფინგი, რომელზეც მომეცემა საშუალება ეს თემები, რაც ბოლო დროს ხდებოდა და ცოტა უფრო, ადრეც უფრო სრულად გავშალო.ორშაბათს გეტყვით ყველაფერს,"-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა:

ძალიან რთული, ემოციური და საპასუხისმგებლო ის, რაც მინდა განვაცხადო. ძალიან რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია, ვთქვა, რომ მივდივარ სწორედ იმ პოლიტიკური გუნდიდან იმ დრომდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. სადაც ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის და მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რამ, სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა.“ - განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პარლამენტმა 21 თებერვალს მხარი არ დაუჭირა მისი და 8 დეპუტატის მიერ წარდგენილი ცვლილებების კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG