Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ყველას ვურჩევ, ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ


პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დეპუტატების მიერ "ქართული ოცნების" დატოვებას.

"ეს იყო პროცესების ლოგიკური გაგრძელება. ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ და ყველას ვურჩევ ემოციურ ფონზე არ გააკეთონ განცხადებები", განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ დროისთვის "ქართული ოცნება" დატოვა ოთხმა დეპუტატმა: ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ.

უკვე ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის წევრებთან ოფისში შეხვედრას 25 თებერვალს გამართავს, თუმცა ეს არ იქნება ფრაქციის გაფართოებული შეხვედრა. პარტიის თავმჯდომარე მცირე ჯგუფს შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG