Accessibility links

site logo site logo

აშშ ღრმად შეშფოთებულია თურქეთში 16 აქტივისტისთვის ბრალის წაყენებით


ვაშინგტონი აცხადებს, რომ "ღრმად შეშფოთებულია" თურქეთის პროკურორების გადაწყვეტილებით ბრალი წაუყენონ სამოქალაქო საზოგადოების 16 ლიდერს, მათ შორის ცნობილ ფილანთროპს და ჟურნალისტს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ თურქეთმა პატივი უნდა სცეს გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების უფლებებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, რობერტ პალადინოს თქმით, მოქალაქეების მხრიდან ამ უფლებებით სარგებლობა "ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ფუნდამენტია". ი

იმ პირებს შორის, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ბრალი წაუყენეს, არის ოსმან კავალა, ცნობილი ფილანტროპი, რომელიც 477 დღე იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, ბრალის წაყენების გარეშე. ბრალდებულებს შორისაა აგრეთვე ჯან დუნდარი, ერტ დროს გაზეთ "ჯუმჰურიეთის" მთავარი რედაქტორი, რომელიც 2016 წელს გერმანიაში წავიდა. მათ ადანაშაულებენ სტამბოლში 2013 წელს გეზი პარკის ანტი-სამთავრობო გამოსვლების დაფინანსებასა და კოორდინირებაში. იმ აქციების მოწოდება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის გადადგომა იყო.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მათ შესაძლოა სამუდამო პატიმრობა დაემუქროს. თუმცა თურქეთის სასამართლოებს ჯერჯერობით წარმოებაში არ მიუღიათ ბრალდებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG