Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებას ითხოვს


"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საკონსტიტიციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის აცილება ითხოვა სარჩელზე, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურული ფორმატის არაკონსტიტუციურობას.

მოსარჩელის პოზიციაა, რომ ევა გოცირიძე თავად იყო იუსტიციის საბჭოს წევრი 2013-2017 წლებში, როცა საბჭომ მხარი დაუჭირა დახურულ გასაუბრებებს.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან დახურულ სხდომებზე გასაუბრება ანტიკონსტიტუციურია და შესაბამისი ნორმები ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს.

„ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმებს, რომელიც ამბობს, რომ ყველას გვაქვს უფლება მივიღოთ სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია და ასევე, გამოხატვის თავისუფლებას და მათ შორის ჟურნალისტების უფლებას, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია“ - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი მშვენიერაძემ.

მისი ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დახურული რეჟიმით გაესაუბრნენ მოსამართლეობის 50-მდე კანდიდატს და მათგან 35-ზე მეტი მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა.

გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, იუსტიციის საბჭო ხელისუფლების ის შტოა, რომელიც დემოკრატიულობის ნაკლები ხარისხით გამოირჩევა, ანუ ხალხის მიერ არჩეული არ არის, ამიტომ საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბჭოს საქმიანობის საჯაროობას.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" სარჩელის არსებითად განხილვა დღეს დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG