საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლიდან დღემდე ევროკავშირის ქვეყნებში დაკავებულია საქართველოს 137 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა. მათგან 9 ე.წ. „კანონიერი ქურდია.“
შსს-ს ინფორმაციით, ამ პირთა დასაკავებლად ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ პოლიციელებთან ერთად ჩატარდა 20 მასშტაბური ოპერაცია.