Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით  იზრდება


თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა 62 მილიონ 820 ათასი ლარით იზრდება. ბიუჯეტის ოდენობა მთლიანობაში 1 მილიარდ 63 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

თბილისის მერია აღნიშნულ თანხას სესხის სახით აიღებს კომერციული ბანკებიდან. საკრებულოს უმრავლესობა სესხის აღების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ ბიუჯეტიდან ტრანსფერის მიღებას სჭირდება გარკვეული დრო, რამაც შესაძლოა დააგვიანოს დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. აღნიშნული 62 მილიონი ლარიდან 30 მიმართული იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდში.

დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თანხის ძირითადი ნაწილი მოხმარდება ბიუროკრატიასა და მერიის პიარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG