უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „სასარგებლო იდიოტები“ უწოდა ევროპის სახალხო პარტიის იმ წარმომადგენლებს, რომელიც მოითხოვენ უნგრეთის მმართველი „ფიდესის“ პარტიის გარიცხავს EPP-იდან.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში
„სინამდვილეში თავდასხმა, რომელიც მემარცხენეებისგან მოდის, მიმართულია არ ჩვენი შესუსტების, არამედ ევროპის სახალხო პარტიის EPP-ის შესუსტებისკენ. თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, შემდეგ ისინი დაესხმებიან იტალიელებს, შემდეგ კი - ავსტრიელების ჯერიც დადგება. ამას სალიამის (დაყავი და იბატონეს) ტაქტიკა ეწოდება“, - აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის ხელისუფლებამ თებერვლის შუა რიცხვებში წამოიწყო სარეკლამო კამპანია, რომელიც ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟან-კლოდ იუნკერს ადანაშაულებს სურვილში „მიგრანტებით აავსოს უნგრეთი“ მსოფლიოში სახელგანთქმული ფინანსისტისა და ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის კარნახით.
ამის გამო, გასულ კვირაში რამდენიმე ევროპულმა ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ გააკეთა მოწოდება ორბანის ლიდერობით მოქმედი „ფიდესის“ პარტიის EPP-დან გარიცხვის შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მთავარმა კანდიდატმა, მანფრედ ვებერმაც განაცხადა, რომ ასეთი ვარიანტი განიხილება.