Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძე: კარასინთან ანაკლიის პორტზე სიტყვა არ თქმულა


ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის,ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, მას და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს ანაკლიის პორტზე არ უსაუბრიათ.

„გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა. ვერ წარმომიდგენია, რა შუაშია ანაკლიის პორტი და რატომ უნდა განვიხილოთ ეს თემატიკა“ - უთხრა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის და კარასინის შეხვედრა 27 თებერვალს, პრაღაში გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე კარასინის მიერ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ნათქვამი, რომ სურს ქართველი კოლეგები გააფრთხილოს უსიამოვნო მოულოდნელობებზე, საქართველოში ოპოზიციამ აღიქვა მუქარად და მათ შორის, ანაკლიის პორტის მშენებლობას დაუკავშირა.

ზურაბ აბაშიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია იმყოფებიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგშია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და მათი არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, აბაშიძე კარასინის ფორმატი და ტვირთების მონიტორინგის საკითხი.

„ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა, რომ კომიტეტის სხდომა არ დაიხუროს და საკითხები საჯაროდ განიხილონ, რასაც უმრავლესობა არ დაეთანხმა.

XS
SM
MD
LG