Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო პრობლემურ ოჯახებს უნდა დაეხმაროს


პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბავშვის უფლებათა კოდექს განიხილავენ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფიო კილაძემ ისაუბრა ცვლილებების შესახებ, რომელიც ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. მისი თქმით, პრობლემურ ოჯახებს, სახელმწიფოს მხრიდან, ექნებათ მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამების სახით. სახელმწიფო შეეცდება ბავშვი დარჩეს ოჯახურ გარემოში, ოჯახი კი გააძლიეროს. ბავშვის გამოყვანა ოჯახიდან მოხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

გარდა ამისა, სახელმწიფო დაეხმარება იმ პირებს, რომლებიც ალტერნატიური მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდნენ და 18 წლის ასაკში უკვე საკუთარი თავის ანაბარა დარჩნენ. სოფიო კილაძე ამბობს, რომ სახელმწიფო მათ ფეხზე დადგომასა და დასაქმებაში უნდა დაეხმაროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG