Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ამბობს, რომ ვატიკანი გახსნის მეორე მსოფლიო ომის პერიოდის არქივებს


რომის პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ ვატიკანი სრულად გახსნის საიდუმლო არქივებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პაპის, პიუს მეთორმეტის შესახებ - რისკენაც ვატიკანს უკვე ათწლეულებია მოუწოდებენ ებრაელები.

ებრაელთა ნაწილი იტალიური წარმოშობის პიუსს - რომელიც 1939-დან 1958 წლამდე იყო პაპი - ბრალს სდებს ჰოლოკოსტის დაშვებაში, რადგან ის ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობდა. მისი დამცველები კი ამბობენ, რომ პიუსი ჩუმად მუშაობდა და ცდილობდა ნაცისტების დევნილი ადამიანების გადარჩენას, მათ შორის ებრაელთათვის თავშესაფრების სახით მონასტრების გახსნით.

არქივები 2020 წლის მარტში გაიხსნება - პიუსის პაპად არჩევის 81-ე წლისთავზე - უთხრა ფრანცისკემ ვატიკანის საიდუმლო არქივების წარმომადგენლებს. "ეკლესიას ისტორიის არ ეშინია", თქვა მან და დასძინა, რომ პიუსის მემკვიდრეობა "გარკვეული წინასწარი განწყობით და გადაჭარბებით" არის აღქმული.

განცხხადებას მყისიერად მიესალმა ამერიკის ებრაელთა კომიტეტი (AJC), ებრაელთა ერთ-ერთი წამყვანი გაერთიანება მსოფლიოში.




XS
SM
MD
LG