Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ გამოაქვეყნა მამუკა ხაზარაძის მიმართ მუქარის წერილის ასლი


მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი მუქარის წერილის ასლს აქვეყნებს, განაცხადეს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

„გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო".

პროკურატურის ცნობით გრძელდება გამოძიება ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი მამუკა ხაზარაძეა, ასევე მის მიერ 4 მარტს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გაკეთებული გაცხადების შესახებაც. რომლის თანახმადაც მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილი მიიღო შს მინისტრისგან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ.

„მამუკა ხაზარაძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოჰყვა მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და იგი დაუყოვნებლივ იქნა გამოსაკითხად გამოძახებული პროკურატურაში, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რის გამოც 2019 წლის 5 მარტს იგი მოწმის სახით დამატებით დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა“,- განაცხადეს პროკურატურაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG