Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქადაგიძე: „თიბისი ბანკის“ საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა


გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

11 წლის წინანდელია, 22 წლის თუ შარშანდელი, რა ხდება მთელი ამ ტრანზაქციების ირგვლივ, ბუნდოვანებით არის მოცული. განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა დამფუძნებელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს ორკესტრირებულ პოლიტიკურ შეტევას.“- განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში. იგი „თიბისი ბანკის“ საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

გიორგი ქადაგიძის შეფასებით, მოცემულ კონტექსტში საკითხი გაცილებით ფართოა, ვიდრე პროცედურების დარღვევით თუ დაცვით განხორციელებული კონკრეტული ტრანზაქცია.

„გაცილებით დიდი მასშტაბის საქმესთან გვაქვს საქმე და გაცდა ეს საკითხი ამ ოპერაციების საკითხს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალური საჯაროობა", - განაცხადა ქადაგიძემ.

„თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, გიორგი ქადაგიძის თავმჯდომარეობის დროს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს „თიბისი ბანკი“ შემოწმებული აქვს.

„გიორგი ქადაგიძესთან შეკითხვები შემოწმების პროცესთან დაკავშირებით გვაქვს. კონკრეტულად რა შეკითხვები იქნება, ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ“,- განაცხადა პროკურორმა გიორგი ქადაგიძის გამოკითხვის წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG