ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ქართული ანდაზა-„ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო“- ამოტვიფრეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე 33 წარწერა შეაგროვა, რათა ახლად გახსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში, ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში, ისმის.
ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა ქალაქის მერიამ განახორციელა, პროექტის განხორციელებას ერთი წელი დასჭირდა.