Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულ ტანკ „არმატას“ ტუალეტი ექნება


რუსული წარმოების საბრძოლო ტანკს, „არმატას“ ტუალეტი ექნება.

ეს ცნობა სააგენტო ტასს მიაწოდა ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საინფორმაციო ტექნოლოგიის დირექტორმა ხარისხის სფეროში, ილია ბარანოვმა. მისი სიტყვებით, ტანკისტებს დიდი ხნით უწევთ საბრძოლო მანქანაში ყოფნა. მართალია, მათ აქვთ წყლის მარაგი და მშრალი სურსათი, ტანკებში არ არის ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

ამ პრობლემის მოგვარება მოხერხდა მხოლოდ „არმატას“ პლატფორმაზე შექმნილი ტანკებში, სადაც დამონტაჟდება ტუალეტი, თქვა ბარანოვმა.

T-14-ის ტიპის ტანკები „არმატის“ პლატფორმაზე „ურალვაგონზავოდში შეიქმნა და 2015 წელს იქნა წარმოდგენილი. მაშინ აცხადებდნენ, რომ 2020 წლისთვის 2300 ტანკი აიგებოდა, მაგრამ სერიული წარმოება შარშანდლამდე ვერ დაიწყო.

დღეისთვის რამდენიმე ათეულია ასეთი ტანკია გამოშვებული გამოსაცდელად. 2015 წელს, სამხედრო აღლუმის რეპეტიციის დროს ამ ტიპის ტანკები სამჯერ გამოვიდა მწყობრიდან, მათ შორის ერთხელ „წითელ მოედანზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG