Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ტურნირს გამოეთიშა


კალიფორნიაში, ინდიან უელსის მასტერსზე ძირითადი ეტაპის შეხვედრები დაიწყო. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის კი სტარტი წარუმატებელი აღმოჩნდა. მსოფლიოს რეიტინგში მეთვრამეტე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი გუშინ წყვილთა ტურნირში ჩაერთო, ახალი ზელანდიის სახელით მოთამაშე არტემ სიტაკთან ერთად და ფინელი ჰენრი კონტინენისა და ავსტრალიელი ჯონ პეერსის დუეტთან წააგო - 1:6 4:6.

წუხელ ბასილაშვილი უკვე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გავიდა კორტზე და მსოფლიოს 97-ე ჩოგანს - ინდოელ პრანეშ განესვარანს დაუპირისპირდა. 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტის წაგების (4:6) შემდეგ, ანგარიში ტაი-ბრეიკით (7:6) გაათანაბრა. გადამწყვეტ სეტშიც ტაი-ბრეიკამდე მივიდა საქმე და უკეთესად ინდოელმა ითამაშა.

მასტერსზე მეორე წრეში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილს 45 სარეიტინგო ქულის გამომუშავება შეეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG