Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია


12 მარტს, 10:00 საათიდან დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია. 3 აპრილს 18:00 საათამდე მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ელექტრონულად დარეგისტრირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტებზე www.naec.ge და online.naec.ge.

ამ ეტაპზე აბიტურიენტებს შეუძლიათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.

სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება.

რეგისტრაციის დაწყებიდან გამოქვეყნდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებაც.

2019 წელს გამოცდებში ცვლილებაც იქნება. ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში, რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, წინა წლების შედეგების ანალიზის საფუძველზე ცვლილებები შევა 4 გამოცდაში. ესენია ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხო ენები. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG