უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალის“ შეფასებით, სოციალურ მედიაში ბოლოხანს გავრცელებული ვიდეომასალა ცხადჰყოფს ირანში „ძალადობის შემაძრწუნებელ დონეს“ ქალების მიმართ, როცა მათ „მორალის ინსპექცია“ და მთავრობის მხარდამჭერი მოძალადეები უსწორდებიან შემოსვის ამ ქვეყანაში დადგენილი მკაცრი წესების დარღვევისათვის.
12 მარტს გავრცელებული განცხადებით, ირანში ქალებს ქუჩაში აჩერებენ სამართალდამცველები, რომლებიც მათ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან, აიძულებენ თავსაფრის გასწორებას თმების მთლიანად დასაფარად, ან აძლევენ ხელსახოცს მაკიაჟის მოსაცილებლად. „ამნესტი“ აღნიშნავს აგრეთვე, რომ ქალებს ფიზიკურადაც უსწორდებიან - იქნება ეს სილის გაწვნა, ხელკეტით ცემა, თუ ხელბორკილის დადება და პოლიციის მანქანაში დაჯდომის იძულება.