Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება


ტოკიო
ტოკიო

ტოკიოში დღეს, 15 მარტს, საქართველო-იაპონიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანია. საქართველოს ბიზნეს-ფორუმზე 20 ქართული კომპანია წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები იაპონური კომპანიების TEPCO-ს, TOSHIBA-ს, Konica Minolta-ს, HITACHI-სა და MItsubish Motors-ის წარმომადგენლებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG