Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი დისკვალიფიკაციით დასაჯეს


გურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი

მსოფლიოს უძლიერესი მძიმეწონოსანი ძიუდოისტი - გურამ თუშიშვილი უახლოესი ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებას. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა.

„ამის მიზეზი გახდა გურამ თუშიშვილის მონაწილეობა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლაც 25 მარტიდან დაიწყება“ - დაწერა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუკგვერდმა.

ფედერაციისვე განცხადების თანახმად, კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტსმენის მონაწილეობის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ინფორმირებული არ იყო და თუშიშვილი ყაზახეთში გაემგზავრა დამოუკიდებლად.

ორთვიანი დისკვალიფიკაციის გამო გურამ თუშიშვილი რამდენიმე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს გამოტოვებს. მათ შორის თბილისის გრან პრისაც, რომელიც 29-31 მარტს გაიმართება.

XS
SM
MD
LG