Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი სამოქალაქო სექტორის გარეშე


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და პროფესიული სამოქალაქო სექტორის გარეშე,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმისა“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კონფერენციაზე. კონფერენცია წელს მესამედ იმართება და მასში მონაწილეობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რეგიონებიდანაც.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო გამოირჩევა საკმაოდ აქტიური არასამთავრობო სექტორით, რომელიც ჩართულია თითქმის ყველა სფეროს პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში და მონიტორინგს უწევს მთავრობის მუშაობას.

განსაკუთრებით ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენი არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის ნაწილიცაა.

სამოქალაქო სექტორი მონაწილეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პრაქტიკულად ყველა ეტაპზე.

მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ ახალი ასოცირების დღის წესრიგის ფორმირების პროცესში, რომელშიც გაწერილია 2020 წლის ბოლომდე ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ნაბიჯები,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმისა“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG