Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს აკრედიტებული პროგრამების ჩამონათვალის შემოწმებას ურჩევს


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს მოუწოდებს, მუდმივად შეამოწმონ ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აკრედიტებული პროგრამების ჩამონათვალი. ამის მიზეზად მან დაასახელა ის, რომ ეს ჩამონათვალი მუდმივად იცვლება, აკლდება ან ემატება აკრედიტებული პროგრამები და ამიტომ აბიტურიენტებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ცვლილებების შესახებ:

ჩვენ აბიტურიენტის ცნობარში განთავსებული გვაქვს ის პროგრამები, რომლებსაც აკრედიტაცია ჰქონდა ცნობარის გამოქვეყნების მომენტში. ამ ცნობარის გამოქვეყნების შემდეგ პროგრამების ნაწილმა კიდევ მიიღო აკრედიტაცია და ისინი განთავსდა ჩვენს ვებ-გვერდზე. ეს დამატებით შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს, მაგრამ ასევე არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე პროგრამამ დაკარგოს აკრედიტაცია,“- განაცხადა სოფიო გორგოძემ. მისი განმარტებით თუ აბიტურიენტი დარეგისტრირების შემდეგ აღარ შევა ვებ-გვერდზე, შესაძლოა მას სამი ისეთი პროგრამა ჰქონდეს არჩეული, რომლებსაც აკრედიტაცია გააუქმდათ.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ,“- აღნიშნა სოფიო გორგოძემ, რომლის თქმითაც აბიტურიენტებს პროგრამების შეცვლა შეუძლიათ აპელაციების გამოცხადებიდან მეორე დღის ჩათვლით, რის ვადაც აგვისტოში მთავრდება.

ამ დროისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. რეგისტრაციის ვადა 3 აპრილის 18 საათამდე გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG