Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი - ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებულ რეფერენდუმზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა


სალომე ზურაბიშვილი

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა.

"დღევანდელი დღე ჩვენი ისტორიისთვის ღირსშესანიშნავია: დღეს საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა. განსაკუთრებულად მინდა, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ეს დღე მივულოცო მის ოჯახს და მთელ საზოგადოებას. ამ დღეს - 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმის იდეაც და მოტივაციაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას", განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით დღეს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა საქართველოს მთავარი იარაღი.

"ამ რეფერენდუმზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა", თქვა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG