Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის თანამშრომელი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს


ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა მ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა წვევამდელის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას. გოჩა მ-მ აიღო მის მიერ მოთხოვნილი 400 ლარი. სწორედ ამ დროს დააკავეს ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG