Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო დათანხმდა წინადადებას საპრეზიდენტო დებატის სტადიონზე გამართვის შესახებ


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დათანხმდა წინადადებას არჩევნების მეორე ტურის წინ თავის მეტოქესთან, ვლადიმირ ზელენსკისთან დებატის სტადიონზე გამართვის შესახებ.

ამის შესახებ ცნობილი გახდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი, 31 მარტის ტურის ოფიციალურ შედეგებზე. მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

ზელენსკი, რომელსაც 31 მარტს ყველაზე მეტი ხმა, 30.24% ერგო, გამოვიდა წინადადებით, რომ ტელედებატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართოს.

ვიდეომიმართვაში, რომელიც პოროშენკომ 4 აპრილს ტვიტერით გაავრცელა ზელენსკის წინადადებაზე საპასუხოდ, ნათქვამია, რომ დებატის წესები განსაზღვრულია კანონით საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ და ამ კანონით, მათი გამართვა შესაძლებელია საზოგადოებრივ მაუწყებელში. მაგრამ პოროშენკო აღნიშნავს, რომ თანახმაა სტადიონზეც, თუ მის მეტოქეს ასე სურს.

XS
SM
MD
LG