Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი შეხვდა ლიბიელ მეთაურს, რომლის ჯარიც ტრიპოლს უახლოვდება


გენერალი ხალიფა ხაფტარი
გენერალი ხალიფა ხაფტარი

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოლაპარაკება გამართა ლიბიის არმიის ერთ-ერთ სარდალთან, რომლის სამხედრო ნაწილებმა დიდი წინსვლა განახორციელეს ტრიპოლის მიმართულებით, რაც ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხეს ქმნის.

5 აპრილის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანსა და გენერალ ხალიფა ხაფტარს შორის, არის იმ პირდაპირი ძალისხმევის გაგრძელება, რაც მიზნად ისახავს იერიშის თავიდან აცილებას ტრიპოლზე, რომელსაც გაეროს მიერ მხარადჭრილი მტავრობა კონტროლებს.

ახალი ამბების სააგენტოების ცნობით, მოლაპარაკება გაიმართა ქალაქ ბენღაზიში. თავად გუტერეშმა 5 აპრილს გავრცელებულ ტვიტში დაწერა, რომ ტრიპოლიდან გეზი აიღო ტორბუკისა და ბენღაზისაკენ.

"ჩემი მიზანი უცვლელია: თავიდან ავიცილოთ სამხედრო კონფრონტაცია. ვიმეორებ, რომ შეუძლებელია ლიბიის კრიზისის სამხედრო გზით გადაჭრა, ეს მხოლოდ პოლიტიკურად არის შესაძლებელი.“

როიტერისა და სხვა სააგენტოების ცნობით, გენერალ ხალიფა ხაფტარის სამხედრო ძალებმა პრემიერ-მინისტრ ფაიზ ალ სარაჯის მომხრე ძალებთან ბრძოლების შედეგად დაიკავეს დედაქალაქ ტრიპოლიდან 50 კილომეტრით დაშორებული ქალაქო გარიანი.

გენერალ ხაფტარის დაქვემდებარებაში მყოფი ლიბიის ნაციონალური არმიის ლაშქრობა ძალაუფლების ხელში ასაღებად, ყველაზე საშიშ ესკალაციას წარმოადგენს მას შემდეგ, რაც 2011 წელს ჩამოგდებული იქნა ლიბიის მრავალწლიანი მმართველი, პოლკოვნიკი მოამარ კადაფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG