Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფება სტრასბურგში, სადაც დღეს სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მისი გამოსვლა უკავშირდება ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან მეოცე წლისთავს.

ორდღიანი სამუშაო ვიზიტისას მამუკა ბახტაძე შეხვდება ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიენ მორი პასკიეს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს.

პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში უმასპინძლებს ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან მეოცე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას.

საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა 1999 წლის 27 აპრილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG