Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაზპრომის" ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის დაზიანებამ ოკუპირებული ცხინვალი უინტერნეტოდ დატოვა


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ინტერნეტის გარეშე დარჩა.

სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, მიზეზი კომპანია „გაზპრომის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის დაზიანებაა. რუსეთის და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი მაგისტრალი „გაზპრომის“ შვილობილ კოპანიას, „გაზპრომ ტელეკომს“ ეკუთვნის.

"გაზპრომ-ტელეკომის" ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების გამოყენების უფლება აქვს ადგილობრივ კომპანიას „იუგ ტელეკომს.“ ამ კომპანიის წარმომადგნელმა გრიგორი კოჩიევმა „რეს“-ს განუცხადა, რომ დაზიანება 9 აპრილს მოხდა მაღალმთიან რაიონში და მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები ინტერნეტმომსახურების აღსადგენად.

XS
SM
MD
LG