Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალოსანმა რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა


რევაზ დავითაძე
რევაზ დავითაძე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრს - ევროპის 2018 წლის ჩემპიონ რევაზ დავითაძეს ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ორჭიდის ჯამში შარშანდელი შედეგის გამეორებამდე ცოტა დააკლდა. 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი 1 კილოგრამით ჩამორჩა ჩემპიონს - სომეხ ჰაკობ მკრტჩიანს.

პირველ მოძრაობაში - ატაცში დავითაძე საუკეთესო იყო - სამივე ცდა გამოიყენა და 170 კილოგრამით მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში კი 20 წლის ქართველმა ძალოსანმა მხოლოდ ორჯერ შეძლო შტანგის აწევა და მეორე მოძრაობა 200 კილოგრამით დაასრულა. მკრტჩიანმა 207 კილოგრამი ასწია და რევაზ დავითაძე აკვრაშიც და ორჭიდშიც ვერცხლის მედალს დააჯერა.

დღესვე, ევროპირველობაში ქალთა ნაკრების წევრი, 14 წლის ნათია გადელიაც (76 კგ) ჩაება. ტურნირის ყველაზე უმცროსმა ძალოსანმა რანგით დაბალ - B ჯგუფში მიიღო მონაწილეობა და მეექვსე ადგილი დაიკავა, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 149 კილოგრამით.

XS
SM
MD
LG